facebook
საქართველო
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
(0)
კალათა
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
წესები და პირობები
I ვებ-გვერდი www.automan.ge წესები და პირობები

I.1 წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს შპს „ავტომენი“-ს საკუთრებაში არსებული ვებ-გვერდის www.automan.ge წესებსა და პირობებს, რომლითაც რეგულირდება კომპანიასა და „ვებ გვერდით“ მოსარგებლე ნებისმიერ სუბიექტთან ურთიერთობა;

I.2 გთხოვთ ვებ-გვერდის გამოყენებამდე ან/და კომპანიის მიერ გაწეული ნებისმიერი სხვა მომსახურების მიღებამდე დეტალურად გაეცნოთ წესებსა და პირობებს, ვინაიდან ვებ-გვერდზე ყოფნით, მისი გამოყენებით, კომპანიის სერვისის მიღებით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით წესებსა და პირობებს;

I.3 გამყიდველი, დილერი, მომხმარებელი ადასტურებს, რომ რეგისტრაციის პროცედურების დაწყებამდე გაეცნენ, ეთანხმებიან, სრულად მიიღეს და იღებენ ვალდებულებას შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები რომელიც განსაზღვრულია შემდეგი ხელშეკრულებებით/დოკუმენტებით: „წესები და პირობები“; „კონფიდენციალურობის პოლიტიკა“;

I.4 დილერი, გამყიდველი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ წინამდებარე ხელშეკრულებაში აღნიშნული გასაყიდი საქონელი იქნება უფლებრივად და ქონებრივად უნაკლო;


II ტერმინთა განმარტება

II.1 ვებ-გვერდი - კომპანიის საკუთრებაში არსებული ვებ-გვერდი www.automan.ge, რომელსაც კომპანია იყენებს მომსახურების განხორციელებისათვის;

II.2 კომპანია - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი შპს „ავტომენი“, საიდენტიფიკაციო ნომერი: 404546274; იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, პ.იაშვილის ქ., N 4 ; ფაქტიური ადგილსამყოფელი: საქართველო, ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის N 132; წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი: იოსებ ცატავა, პ/ნ 62006062983; ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@automan.ge , საკონტაქტო ტელეფონი: 0322 80 13 13;

II.3 გამყიდველი - სრულწლოვანი ფიზიკური ან/და იურიდული პირი ან/და ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტი, რომელიც რეგისტრირებულია „ვებ გვერდი“-ზე და მისი საშულებით ახდენს საქონლის რეალიზაციას;

II.4 მყიდველი - სრულწლოვანი ფიზიკური ან/და იურიდული პირი ან/და ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტი, რომელიც რეგისტრირებულია „ვებ გვერდი“-ზე და მისი საშულებით ახდენს საქონლის შეძენას;

II.5 მომხმარებელი - ყველა ის სუბიექტი, რომელიც სარგებლობს ვებ-გვერდით, მათ შორის მისი დახმარებით ახდენს მომსახურების მიღებას, მიუხედავად იმისა არის თუ არა რეგისტრირებული ვებ გვერდზე;

II.6 დილერი - გამყიდველი, რომელთანაც კომპანიას გაფორმებული აქვს დამატებითი ხელშეკრულება და რომელიც სარგებლოს გაყიდული საქონლის მიტანის (დელივერი) სერვისით;

II.7 მიტანის (დელივერი) სერვისი - კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომლითაც იგი ახდენს დილერის მიერ „ვებ გვერდი“-ს საშულებით რეალიზებული საქონლის მიტანას მყიდველისთვის;

II.8 საქონელი - სხვა და სხვა დასახელების ავტოსატრანსპორტო საშულებების ნაწილები;

II.9 მომსახურება - ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად კომპანიის მიერ გამყიდველისთვის, მყიდველისთვის, მომხმარებლისთვის, დილერისთვის მიწოდებული/უზრუნველყოფილი საშუალება/ინსტრუმენტი/მექანიზმი, რომლითაც კომპანია ხელს უწყობს საქონლის რეალიზაციას და სხვა თანმდევი მომსახურების მიწოდებას ვებ-გვერდზე გამყიდველის საქონლის განთავსებით;

II.10 მარკეტინგული მომსახურება - კომპანიის მიერ კონკრეტული სუბიექტის საქონლისთვის გარკვეული ვადით მინიჭებული პრიორიტეტი, რომელიც გამოიხატება კომპანიის მიერ ვებ-გვერდზე წინასწარ განსაზღვრული დროითა და დადგენილ ადგილას კონკრეტული საქონლის განთავსებაში;

II.11 ვებ-გვერდის წესები და პირობები - ვებ-გვერდზე განთავსებული ხელშეკრულება, რომელიც წინამდებარე ხელშეკრულებასთან ერთად არეგულირებს გამყიდველის, მყიდველისა და მომხმარებლის ურთიერთობას კომპანიასთან. „წესებთან და პირობებთან“ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს;

II.12 ვებ-გვერდის ინსტრუქცია - კომპანიის მიერ ვებ-გვერდზე განთავსებული წესების ერთობლიობა, რომელიც საშუალებას აძლევს გამყიდველს, მყიდველს, დილერსა და მომხმარებლებს მიიღოს დეტალური ინფორმაცია, ვებ-გვერდზე რეგისტრაციის, ავტორიზაციის, მისი გამოყენებისა და მართვის ფუნქციების შესახებ;

II.13 მხარე - გამყიდველი ან მყიდველი ან მომხმარებელი, ან დილერი ცალკე;

II.14 მხარეები - გამყიდველი, მყიდველი, დილერი, მომხმარებელი, კომპანია ერთად;

II.15 მესამე პირი - ნებისმიერი სუბიექტი კომპანიის, გამყიდველის, მყიდველის, დილერის, მომხმარებლის გარდა;

II.16 სამუშაო დღე - კალენდარული დღე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დასვენების (შაბათი, კვირა) და უქმე დღეების გარდა;

II.17 უფლებრივი ნაკლი - საქონელი, რომელის მიმართაც მესამე პირს შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი უფლებების გამო, ან/და საქონელი დატვირთულია ვალდებულებით, ან/და მიმდინარეობს დავა სასამართლოში, ან/და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება, ან/და გამოძიება/მოკვლევა;

II.18 ნივთობრივი ნაკლი - საქონელი რომელიც არ შეესაბამება გამყიდველის მიერ ვებ-გვერდზე საქონლის აღწერაში მითითებულ მონაცემებს, ან/და საქონლის ხარისხის განმსაზღვრელ შესაბამის დოკუმენტში აღნიშნულ პარამეტრებს (ხარისხს);

II.19 პირადი ანგარიში - ვებ-გვერდზე გამყიდველისთვის, მყიდველისთვის, მომხმარებლისთვის გამოყოფილი პირადი სივრცე, რომელთან წვდომაც შესაძლებელია მხოლოდ ვებ-გვერდის მეშვეობით და რომელშიც შესაძლებელია სარეალიზაციო საქონლის განთავსება, საქონლის შეძენა, შეკვეთის გაკეთება, სარეკლამო მომსახურების ან/და მარკეტინგული მომსახურების მიღება, საქონლის შესაძენად განსაზღვრული თანხის შეტანა/გამოტანა;

II.20 პირადი ანგარიშის მართვა - გამყიდველის მიერ ხელშეკრულების, „წესებისა და პირობების“ და ვებ-გვერდის ინსტრუქციის შესაბამისად განხორციელებული მოქმედება, რომლის შესაბამისად გამყიდველი: ახორციელებს ავტორიზაციას, პირად გვერდზე ათავსებს სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონლის რეალიზაციისათვის საჭირო სურათებს, ინფორმაციასა და რეალიზაციის სხვა პირობებს, ყიდის საქონელს; შეაქვს/გამოაქვს პირად ანგარიშზე თანხა; პირად ანგარიშზე არსებული პირადი და სხვა სახის ინფორმაციის ცვლილება/კორექტირება/დაზუსტება; იღებს კომპანიისგან მომსახურებას;

II.21 დეპოზიტი/ავანსი - გამყიდველის, მყიდველის, მომხმარებლის მიერ პირადი ანგარიშის მეშვეობით შეტანილი თანხა, რომელიც ეროვნულ ვალუტაში აისახება პირად ანგარიშზე და საშულებას იძლევა შეიძინოს საქონელი ან/და მარკეტინგული მომსახურება;

II.22 რეგისტრაცია - დაინტერესებული პირის მიერ განხორციელებული მოქმედებების ერთობლიობა, რომელსაც იგი ვებ-გვერდის ინსტრუქციის შესაბამისად ახორციელებს პირადი ანგარიშის შესაქმნელად;

II.23 ავტორიზაცია - გამყიდველის, მყიდველის, მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის ინსტრუქციის თანახმად, ვებ-გვერდზე არსებულ შესაბამის გრაფაში შეყვანილი მომხმარებლის სახელისა და პაროლის მეშვეობით პირად ანგარიშში შესვლა;


III ვებ-გვერდის შესახებ

III.1 ვებ-გვერდი წარმოადგენს კომპანიის საკუთრებაში არსებულ პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს საქონლის რეალიზაციას და სხვა თანმდევი მომსახურების მიწოდებას ვებ-გვერდზე საქონლის განთავსებით და მომსახურების მიწოდებით;

III.2 ვებ-გვერდის დიზაინი, მასზე განთავსებული ყველა საქონელი, ფოტო, გამოსახულება, ვიდეო, ტექსტი, ლოგო, ვებ-გვერდის საწყისი კოდი (Source code) და კომპანიის მიერ შექმნილი მონაცემთა ბაზა ეკუთვნის კომპანიას და დაცულია საავტორო უფლებებით საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად;

III.3 ვებ-გვერდი წარმოადგენს პლატფორმას რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს ერთის მხრივ განათავსოს საკუთარი საქონელი ვებ-გვერდზე (შემდგომში მოხსენიებული როგორც „გამყიდველი“) და ასევე მისი მეშვეობით აარჩიოს, შეიძინოს გამყიდველის მიერ ვებ-გვერდზე განთავსებული საქონელი (შემდგომში მოხსენიებული როგორც „მყიდველი“) (გამყიდველი და მყიდველი შემდგომში ერთად მოხსენიებული როგორც „მომხმარებელი“);

IV სარგებლობა და შეკვეთის განხორციელება

IV.1 წინამდებარე მუხლში მოცემულია ვებ გვერდით სარგებლობის ზოგადი პირობები. ვებ გვერდზე რეგისტრაციის, ავტორიზაციის, მისი გამოყენებისა და მართვის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია აღწერილია ვებ-გვერდის ინსტრუქციაში;

IV.2 გამყიდველი, მყიდველი, დილერი, კომპანიისგან ვებ-გვერდის მეშვეობით მომსახურების მისაღებად ვალდებულია შექმნას პირადი ანგარიში. პირადი ანგარიშის შექმნისათვის დეტალური ინფორმაცია და განსახორციელებელი მოქმედებების ზუსტი ჩამონათვალი მოცემულია ვებ-გვერდზე განთავსებულ ვებ-გვერდის ინსტრუქციაში;

IV.3 ვებ-გვერდზე პირადი ანგარიშის შექმნისათვის საჭიროა დაინტერესებულმა პირმა გაიაროს რეგისტრაცია;

IV.4 რეგისტრაციის დაწყებამდე მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს და დაეთანხმოს წესებსა და პირობებს, შესაბამის ველში შეიყვანოს მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე სმს (SMS) შეტყობინების სახით კომპანიისგან მიღებული ერთჯერადი ვალიდაციის კოდი; რეგისტრაციისას ტელეფონის ნომრის ვებ-გვერდზე შეყვანით რეგისტრაციის მსურველი კომპანიას უფლებას ანიჭებს, გაუგზავნოს მას ნებისმიერი სახის ტექსტური შეტყობინება (SMS) ან/და დაუკავშირდეს მას მითითებულ ნომერზე, მისი იდენტიფიკაციის დადასტურების ან/და კომპანიის მიერ სხვა მომსახურების/შეთავაზების მიზნით. ამ პუნქტით/აბზაცით განსაზღვრული თანხმობა ვრცელდება გამყიდველზე, მყიდველზე, დილერზეც;

IV.5 პირადი ანგარიში წარმოადგენს ვებ-გვერდზე გამყიდველისთვის, მყიდველისთვის, დილერისთვის, მომხმარებლისთვის გამოყოფილ პირად სივრცეს, რომელთან წვდომაც შესაძლებელია მხოლოდ ვებ-გვერდის მეშვეობით და რომელშიც შესაძლებელია სარეალიზაციო საქონლის განთავსება, საქონლის შეძენა, რეალიზაცია, შეკვეთის გაკეთება, სარეკლამო მომსახურების ან/და მარკეტინგული მომსახურების მიღება, საქონლის შესაძენად განსაზღვრული თანხის შეტანა/გამოტანა;

IV.6 პირადი ანგარიშის შექმნის შემდგომ შესაბამის სუბიექტს აქვს უფლება მართოს მისი პირადი ანგარიში. დოკუმენტის მიზნებისათვის პირადი ანგარიშის მართვაში მოიაზრება მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის ინსტრუქციის შესაბამისად განხორციელებული მოქმედება, რომლის შესაბამისად მომხმარებელი: ახორციელებს ავტორიზაციას, პირად გვერდზე ათავსებს სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონლის რეალიზაციისათვის საჭირო სურათებს, ინფორმაციასა და რეალიზაციის სხვა პირობებს, ყიდის საქონელს, არჩევს მისთვის სასურველ საქონელს, ყიდულობს საქონელს; შეაქვს/გამოაქვს პირად ანგარიშზე თანხა; პირად ანგარიშზე არსებული პირადი და სხვა სახის ინფორმაციის ცვლილება/კორექტირება/დაზუსტება; იღებს კომპანიისგან მომსახურებას;

IV.7 არ არის აუცილებელი მომხმარებელმა გაიაროს რეგისტრაცია რათა შეძლოს წვდომა ვებ-გვერდზე განთავსებულ საქონელზე, სანავიგაციო ღილაკებსა და საძიებო სისტემაზე;

IV.8 საქონლის შესაძენად შეკვეთის გაკეთება შეუძლია როგორც მყიდველს აგრეთვე მომხმარებელს;

IV.9 საქონლის რეალიზაციას ახდენს, როგორც გამყიდველი აგრეთვე დილერი;

IV.10 იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი, ან მყიდველი საქონელს იძენს გამყიდველისგან, იგი ვებ-გვერდზე განთავსებული საქონლიდან არჩევს მისთვის სასურველს, რის შემდეგადაც მას აქვს შესაძლებლობა გამყიდველის მიერ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე დაუკავშირდეს მას და თავად განსაზღვრონ საქონლის შეძენასთან დაკავშირებული ყველა პირობა, გარდა საქონლის ღირებულებისა. ამ შემთხვევაში გამყიდველი და მომხმარებელი/მყიდველი დამოუკიდებლად განსაზღვრავენ საქონლის მიწოდების, საქონლის ღირებულების გადახდის, საქონლის ხარისხთან, დაბრუნებასთან დაკავშირებულ საკითხებს;

IV.11 მხოლოდ დილერისაგან საქონლის შეძენისას მყიდველი სარგებლობს საქონლის მიტანის სერვისით, რომელსაც უზრუნველყოფს კომპანია;

IV.12 საქონლის სურათის/აღწერილობის გვერდით სპეციალური მითითების „საქონლის მიტანის სერვისი“ არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ საქონლის რეალიზაციას ახდენს დილერი და საქონლის მიწოდებას მოახდენს კომპანია;

IV.13 მყიდველის მიერ დილერისაგან საქონლის შესაძენად, ვებ-გვერდის მოხმარების წესების შესაბამისად, მყიდველმა უნდა მოახდინოს:

IV.13.1 სასურველი საქონლის კალათში დამატება;

IV.13.2 მიტანის სერვისისათვის საჭირო შემდეგი დამატებითი ინფორმაციის მითითება:

  • მიმღების სახელი, გვარი ან კომპანიის დასახელება;
  • მიმღების პირადი ნომერი ან კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი;
  • საქონლის მიღების/მიტანის მისამართი;
  • მიტანის სასურველი ვადა, საფასური;

IV.13.3 უზრუნველყოს საკუთარ ანგარიშზე, საქონლის შესაძენად და საჭიროების შემთხვევაში საქონლის ტრანსპორტირებისათვის საჭირო თანხის არსებობა;

IV.13.4 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მყიდველის მიერ მკაცრად იქნება დაცული ვებ-გვერდის მოხმარების წესები, შევსებული იქნება ყველა ველი, ანგარიშსწორება/პირადი ანგარიშიდან თანხის ჩამოწერა განხორციელდება წარმატებით, კომპანიას წარმოეშვება ვალდებულება მოახდინოს შეძენილი საქონლის ტრანსპორტირება დილერისაგან მყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე;


V მიტანის (დელივერი) სერვისი
წინამდებარე მუხლი არეგულირებს, მხოლოდ დილერის მიერ მყიდველზე რეალიზებული საქონლის, კომპანიის მიერ, მიწოდების პირობებს

1 საქონლის მიწოდება

1.1 მყიდველისთვის საქონლის მიწოდებას უზრუნველყოფს კომპანია, მყიდველის მიერ პირადი ანგარიშის შესაბამის ველში მონიშნული პირობების შესაბამისად და პასუხისმგებელია საკუთარი ბრალით გამოწვეული საქონლის მიტანის ვადის გადაცილებისათვის;

1.2 კომპანია საქონლის გადაზიდვისას პასუხს აგებს საქონლის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის, თუ საქონელი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში. კომპანიის ვალდებულებაა მყიდველს გადასცეს საქონელი იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც მიიღო გამყიდველისგან. კომპანია არ ახდენს საქონლის ხარისხის, თვისებების, რაოდენობის, მდგომარეობის, შეფუთვის შემოწმებას, შესაბამისად კომპანია თავისუფლდება ასეთი პასუხისმგებლობისაგან;

1.3 კომპანია ვალდებულია მყიდველს გადასცეს დილერისგან მიღებული გაყიდული საქონლის შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტები (მათ შორის საგარანტიო დოკუმენტაცია);

1.4 კომპანია საქონლის მიწოდებას ახორციელებს სატრანსპორტო საშუალებით, რომელიც არის ტექნიკურად გამართულ, სუფთა მდგომარეობაში, შესაბამისობაში არის ჰიგიენურ ნორმებთან და ვარგისია განსაზღვრული საქონლის ტრანსპორტირებისათვის;

1.5 საქონლის გადაცემისას კომპანიასა და მყიდველს შორის ფორმდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტი ან/და მიღება-ჩაბარების აქტი, აგრეთვე წარმოებს საქონლისთვის ფოტოს გადაღება;

1.6 მყიდველი ვალდებულია ხელმოწერით დაადასტუროს კომპანიის წარმომადგენლისგან საქონლის გადაცემის ფაქტი;

1.7 კომპანიის წარმომადგენელი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს დილერისგან მიწოდებული საქონელი. კომპანიას უფლება აქვს არ მიიღოს გადასაზიდად საქონელი, თუ დილერის მიერ დარღვეულია „წესების და პირობების“ მოთხოვნები. ამ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ გამყიდველმა კომპანიას მყიდველისთვის გადასაცემად არ მიაწოდა საქონელი, შესაბამისად კომპანია თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან და მყიდველს დილერის მიმართ წარმოეშვება კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნა და პირგასამტეხლო;

1.8 მხარეები თანხმდებიან, რომ საქონლის მიმღები და გამცემი პირები უფლებამოსილი არიან შესაბამისი მხარის სახელით მიიღონ ან გასცენ საქონელი;

1.9 კომპანია ვალდებულია საქონლის შენახვა, ტრანსპორტირება მოახდინოს დილერის მითითებისა და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;

1.10 მხარეები თანხმდებიან, რომ საქონლის მიმღები და გამცემი პირები უფლებამოსილი არიან შესაბამისი მხარის სახელით მიიღონ ან გასცენ საქონელი;


2 რეკლამაცია

2.1 კომპანიას შეიძლება პრეტენზია წარედგინოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი გადაზიდვისას დაიკარგა, მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანდა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში კომპანიის ბრალეული ქმედებით, სხვა შემთხვევაში კომპანიის პასუხისმგებლობა გამოირიცხება და გამყიდველი, მყიდველი, მომხმარებელი ათავისუფლებს კომპანიას პასუხისმგებლობისაგან და უარს აცხადებს მოითხოვოს ის ზიანი, რაც თითოეულს მიადგა კომპანიის ქმედებით;

2.2 საქონელთან დაკავშირებით პრეტენზია წარედგინება დილერს და მყიდველს უფლება აქვს წარუდგინოს დილერს პრეტენზიები:
ა) საქონლის რაოდენობასთან, ან შესამჩნევ დეფექტთან დაკავშირებით, ან თუ საქონელი არ შეესაბამება პირად გვერდზე საქონლის აღწერაში მითითებულ პარამეტრებს. ასეთი პრეტენზია მყიდველის მიერ გაცხადებული უნდა იქნეს საქონლის მიღების ადგილას, საქონლის მიღებისთანავე. მყიდველი ამ ფაქტს აფიქსირებს სატრანსპორტო ზედნადებზე ან მიღება–ჩაბარების აქტში. აგრეთვე დგება შესაბამისი აქტი მყიდველის, საქონლის გადამზიდავის მონაწილეობით, რომელიც ახდენს საქონლისთვის ფოტოს გადაღებას. ყველა ზემოჩამოთვლილი საბუთი და წუნდებული საქონელი დილერს უნდა წარედგინოს ნაკლის აღმოჩენიდან შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში მაგრამ არაუმეტეს 24 საათისა;
ბ) საქონლის ხარისხზე, თუ მყიდველი იცავდა საქონლისათვის დადგენილი შენახვის, მონტაჟის, ექსპლუატაციის, წესს, რაც დადასტურებული უნდა იქნეს სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობით. პრეტენზიები საქონლის ხარისხზე წარდგენილი უნდა იქნას დეფექტის აღმოჩენის მომენტიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, თუ საექსპორტო კვლევაა საჭირო და იგი უფრო დიდ დროს მოითხოვს, მაშინ საექსპორტო კვლევის პასუხის მიღებიდან 1 სამუშაო დღეში. საქონლის ხარისხის შეუსაბამობის აღმოჩენისთანავე მყიდველი ვალდებულია შეადგინოს ოქმი, სადაც სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად უნდა აღნიშნოს საქონლის ზუსტი დასახელება, რაოდენობა, მისი მახასიათებლები, რაში გამოიხატება საქონლის ხარისხის შეუსაბამობა, რა ვითარებაში იქნა აღმოჩენილი საქონლის ხარისხის შეუსაბამობა და გადაღებული უნდა იქნეს ფაქტობრივი გარემოებების ამსახველი სურათები. შეუსაბამო საქონელი უნდა დაილუქოს მოწმეების თანდასწრებით. (თუ დეფექტის აღმოჩენა მოხდა არასამუშაო პერიოდში ან დღეს, მაშინ საქონლის საექსპორტო დაწესებულებისთვის მიწოდების ვადები აითვლება არასამუშაო პერიოდის დამთავრების შემდეგ). საქონლის ხარისხზე პრეტენზიების გაჩენის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს დილერს, ხოლო დილერი ვალდებულია შეაჩეროს მოცემული საქონლის რეალიზაცია;

2.3 დილერი ვალდებულია განიხილოს პრეტენზია მისი მიღების თარიღიდან 5 დღის განმავლობაში, იმ შემთხვევაში როცა საჭიროა დამატებითი საექსპორტო კვლევის ჩატარება - 10 დღის მანძილზე. თავის გადაწყვეტილებას დილერი მყიდველს წარუდგენს პრეტენზიის განხილვის შემდეგ 1 დღის მანძილზე და წარადგენს მისი აღმოფხვრის მეთოდს, კერძოდ ან ჩაანაცვლებს საქონელს ან მყიდველს დაუბრუნებს წუნდებული საქონლის ღირებულებას, წუნდებული საქონლის უკან დაბრუნების სანაცვლოდ;

2.4 ყველა რეკლამაციას მყიდველი დილერს უგზავნის იმ მისამართზე, რომლიდანაც მოხდა მყიდველისთვის საქონლის მიწოდება;


3 საკუთრების უფლების გადასვლა და საქონლის დაბრუნება

3.1 მყიდველის მიერ თავისი პირადი ანგარიშიდან საქონლის შეძენის დასრულების მომენტიდან საქონელზე საკუთრების უფლება გამყიდველიდან გადადის მყიდველზე;

3.2 საკუთრების უფლება მყიდველზე იმ შემთხვევაშიც გადადის თუ კომპანიის წარმომადგენელი საქონელს მიიტანს მყიდველის მიერ პირად ანგარიშში მითითებულ მისამართზე და ვერ მოახერხებს მყიდველისთვის გადაცემას, რადგან მისამართი აღმოჩნდება არასწორი, ან ვერ უკავშირდება მყიდველის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე, ან მყიდველი უარს აცხადებს საქონლის მიღებაზე, რომელიც შეესაბამება მის მიერ შეძენილი საქონლის ხარისხსა და პარამეტრებს. ამ შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს დააკისროს მყიდველის მიერ გადახდილი საქონლის ღირებულების 15% ჯარიმის სახით მყიდველს და შეინახოს საქონელი 30 დღის განმავლობაში, ხოლო 30 დღის გასვლის შემდეგ მოახდინოს მისი რეალიზაცია საბაზრო ღირებულების მინიმუმ 50%-ად. მიღებული თანხით კომპანია აინაზღაურებს საქონლის შენახვის ხარჯებსა და სხვა ხარჯებს რაც დაკავშირებულია საქონლის შენახვასთან, რეალიზაციასთან და მიწოდებასთან. კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების გამოკლების შემდეგ დარჩენილი თანხა, მყიდველის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში დაუბრუნდება მყიდველს მოთხოვნიდან 15 სამუშაო დღეში. თანხის დაბრუნება მოხდება პირად ანგარიშში არსებულ საბანკო რეკვიზიტებზე. თუ საქონლის რეალიზაციიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში მყიდველი წერილობით არ მოითხოვს თანხის დაბრუნებას, მყიდველი კარგავს თანხის მოთხოვნის უფლებას და თანხა გადადის კომპანიის საკუთრებაში;

3.3 მყიდველს შეუძლია გააუქმოს გამყიდველთან ვებ-გვერდის საშულებით გაფორმებული საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება, იმ მომენტამდე სანამ კომპანია არ დაიწყებს საქონლის ტრანსპორტირებისათვის საჭირო მოქმედებების განხორციელებას. ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ კომპანიის ვებ-გვერდზე მითითებულ სატელეფონო ნომერზე დარეკვით და მხოლოდ კომპანია არის უფლებამოსილი გააუქმოს შეკვეთა, თუ არსებობს ამ მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები. ამ პუნქტის თანახმად ხელშეკრულების გაუქმების შემთხვევაში მყიდველი კომპანიას პირგასამტეხლოს სახით უხდის გაუქმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ღირებულების 20% ს;

3.4 საქონელზე შემთხვევითი დაღუპვისა ან/და გაფუჭების რისკი გამყიდველიდან მყიდველზე გადადის კომპანიის მიერ საქონლის მყიდველისათვის გადაცემის მომენტიდან, რასაც მყიდველი ადასტურებს კომპანიის მიერ უზრუნველყოფილი ტექნიკური საშულებით, მიღება-ჩაბარების ელექტრონულ ვერსიაზე ხელის მოწერით;


4 ანგარიშსწორება

4.1 მომხმარებლის, ან მყიდველის მიერ გამყიდველისაგან საქონლის შეძენის შემთხვევაში გამყიდველი და მომხმარებელი/მყიდველი დამოუკიდებლად განსაზღვრავენ საქონლის ღირებულების გადახდასთან დაკავშირებულ საკითხს;

4.2 დილერისაგან საქონლის შესაძენად აუცილებელია მყიდველმა ვებ-გვერდის მოხმარების წესების სრული დაცვით მოახდინოს პირადი ანგარიშის საჭირო თანხით შევსება. აღნიშნული ტრანზაქციის განსახორციელებლად კომპანია იყენებს სს „თიბისი ბანკი“-ს მომსახურებას, რომლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სს „თიბისი ბანკი“-ს “ წესებსა და პირობებში“.

4.3 მყიდველის მიერ საქონლის შეძენისთანავე („გადახდა“ ღილაკზე დაჭერა), მისი პირადი ანგარიშიდან მოხდება შესაბამისი თანხის ჩამოწერა;

4.4 გამყიდველს, დილერს, მყიდველს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მის პირად ანგარიშზე არსებული თანხის მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა (თანხის დაბრუნება);

ამ შემთხვევაში:

  • შესაბამისი დაინტერესებული პირი კომპანიის „წესებსა და პირობებში“ განთავსებულ ტელეფონის ნომერზე უნდა დაუკავშირდეს კომპანიის წარმომადგენელს, აუცილებლად დაინტერესებული პირის მიერ კომპანიის ვებ-გვერდზე რეგისტრირებული მობილურის ნომრიდან და განაცხადოს თანხის დაბრუნების მოთხოვნის შესახებ;
  • რის შემდეგადაც დაინტერესებულ პირს, მის მიერ კომპანიის ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ მობილურის ნომერზე გაეგზავნება სმს (SMS) შეტყობინება, რომელშიც მითითებული იქნება წერილობით შესავსები თანხის დაბრუნების ფორმის ელექტრონული ბმული;
  • დაინტერესებულმა პირმა უნდა შეავსოს ბმულზე მოცემული წერილობითი მოთხოვნა, რომელიც უნდა შეიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას - თანხის ოდენობა, რომლის დაბრუნების სურვილიც აქვს დაინტერესებულ პირს, თანხის დაბრუნების მიზეზი, საბანკო ანგარიშის მონაცემები, რომელზეც სურს თანხის დაბრუნება;
  • დაინტერესებული პირის მიერ შეყვანილი საბანკო მონაცემები, რომელზეც მას სურს თანხის დაბრუნება, უნდა წარმოადგენდეს იმ ანგარიშებიდან ერთ-ერთს, საიდანაც მინიმუმ ერთხელ მაინც მოხდა მის მიერ ვებ-გვერდის საკუთარ პირადი ანგარიშზე თანხის გადარიცხვა/შეტანა (შევსება);
  • კომპანია დაინტერესებულ პირს, თანხის უკან დაბრუნების მომსახურებისათვის, საკომისიოს სახით, უქვითავს დაინტერესებული პირის მიერ დასაბრუნებელი თანხის 10%-ს (ათი);
  • დაინტერესებული პირის ამ მუხლით განსაზღვრული თანხის დაბრუნების ფორმის სრულყოფილად შევსებისა და გაგზავნის მომენტიდან, 14 სამუშაო დღეში კომპანია დაინტერესებულ პირს (ვინც ითხოვს თანხის დაბრუნებას) გადაურიცხავს თანხას (კომპანიის საკომისიოს გამოკლებით) მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, ვებ-გვერდის „წესებისა და პირობებით“ გათვალისწინებული მოთხოვნების/წინაპირობების დაცვით;

5 პასუხისმგებლობა

5.1 გამყიდველისთვის, მყიდველისთვის, დილერისთვის ცნობილია და ათვითცნობიერებს იმ გარემოებას, რომ კომპანია არ აკონტროლებს იმ ფაქტს თუ ვინ ახდენს გამყიდველის პირადი ანგარიშის მართვას და მისი მართვისას შესრულებული მოქმედება განხორციელდება ხელშეკრულების, „წესების და პირობების“ შესაბამისად. შესაბამისად კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის ყველა იმ ქმედებაზე, რომელიც შესრულდება პირადი ანგარიშის მართვისას;

5.2 გამყიდველი/დილერი პასუხისმგებელია მის მიერ პირად ანგარიშზე/ვებ-გვერდზე განთავსებულ ფოტოზე, ვიდეოზე, ინფორმაციაზე, რეკლამის ტექსტზე, განცხადებაზე და ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი რაც შეიძლება კომპანიას, მყიდველს, მომხმარებელს, მესამე პირს მიადგეს გამყიდველის/დილერის მიერ ამ პუნქტით განსაზღვრული ქმედებით (ინფორმაციის და სხვა მასალის პირად ანგარიშზე განთავსება);

5.3 პირად ანგარიშზე/ვებ-გვერდზე გამყიდველის/დილერის მიერ ფოტოს, ვიდეოს, ინფორმაციის, რეკლამის ტექსტის განცხადების განთავსება არ ნიშნავს, რომ კომპანია ეთანხმება გამყიდველის/დილერის ქმედებას ან მის მიერ გამოქვეყნებულ მასალას, ან კომპანიის მითითებით, დაკვეთით მოხდა მისი განთავსება;

5.4 კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული საქონლის ამსახველი ნებისმიერი ფოტო ვიდეო მასალა, აღწერა, მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია ატარებს მხოლოდ ინფორმაციულ ხასიათს. მომხმარებელი სარგებლობს სრული თავისუფლებით ისარგებლოს ან არ ისარგებლოს ვებ-გვერდითა ან/და კომპანიის ნებისმიერი მომსახურებით;

5.5 გამყიდველი/დილერი პასუხისმგებელია იმ პირების ქმედებაზე და მისგან გამოწვეულ ზიანზე, რომელსაც გამყიდველი ჩართავს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში;

5.6 თუ ვებ-გვერდი არ ფუნქციონირებს კომპანია თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, შესაბამისად გამყიდველი, დილერი, მყიდველი, მომხმარებელი უარს აცხადებს იმ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე, რაც შეიძლება მას/მათ მიადგეს ვებ-ვერდის ან/და პირადი ანგარიშის არ მუშაობით, ხარვეზით მუშაობით;

5.7 მყიდველის პირადი ანგარიშის შესაბამის ველში მონიშნულ ვადაში კომპანიის ბრალით მყიდველისთვის საქონლის არ მიტანისა და გამყიდველის წერილობითი მოთხოვნის თარიღიდან, კომპანიას პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრება ვადაში არ მიტანილი საქონლის ღირებულების 0.05%;

5.8 კომპანია არ არის პასუხისმგებელი საქონლის უფლებრივ და ნივთობრივ ნაკლზე. ასევე ასეთი ნაკლის შედეგად გამოწველი პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით, მიზეზ-შედეგობრივ, არასახელშეკრულებო ზიანზე;

5.9 ვებ-გვერდზე წარმოდგენილი შინაარსის ხელმისაწვდომობა შესაძლოა დამოკიდებული იყოს საძიებო სისტემის ფუნქციებსა და შეზღუდვებზე. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევებზე, თუ ვებ-გვერდის შემადგენელი გარკვეული კომპონენტები ან მომსახურება არ არის ხელმისაწვდომი გამყიდველისთვის, დილერისთვის, მყიდველისთვის მომხმარებლისთვის;


VI ავტონაწილის შეკვეთა

VI.1 მომხმარებელს, მყიდველს, დილერს, გამყიდველს უფლება აქვს ვებ-გვერდის მეშვეობით, გააკეთოს განაცხადი კომპანიასთან კონკრეტული ავტონაწილის შეკვეთაზე;

VI.2 ავტონაწილის შეკვეთა გულისხმობს VI.1 პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირის მიერ კომპანიისათვის გაკეთებულ მოთხოვნას, რის საფუძველზეც კომპანია უფლებამოსილია წარუდგინოს დაინტერესებულ პირს შეთავაზება (ოფერტი), რომელზეც დაინტერესებული პირის მიერ თანხმობის გაცხადების შემთხვევაში, მხარეებს შორის ფორმდება შესაბამისი დამატებითი ხელშეკრულება;

VI.3 კომპანიისათვის ავტონაწილის შეკვეთის განსახორციელებლად აუცილებელია:

  • დაინტერესებულმა პირმა დააჭიროს ვებ-გვერდზე განთავსებულ ღილაკს „ავტონაწილის შეკვეთა“;
  • შეავსოს ავტონაწილის შეკვეთის მოთხოვნის ფორმაში კომპანიის მიერ მოთხოვნილი საჭირო ინფორმაცია, რომლის სრულყოფილად შევსებისა და ღილაკის „გაგზავნა“ დაჭერის შემთხვევაში, დაინტერესებული პირი გააკეთებს მოთხოვნას საქონლის შეკვეთაზე;
  • მოთხოვნის მიღებიდან არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღისა კომპანია უფლებამოსილია, დაუკავშირდეს დაინტერესებულ პირს მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე და წარუდგინოს მას შეთავაზება (ოფერტი);
  • დაინტერესებული პირის მიერ თანხმობის (აქცეპტის) გაცხადების შემთხვევაში, იგი ვალდებულია გაიაროს ვებ-გვერდზე ავტორიზაცია/რეგისტრაცია, შევიდეს მის პირად გვერდზე და დაეთანხმოს (ხელი მოაწეროს) მხარეთა ნების ამსახველ ნასყიდობის ხელშეკრულებას;
  • ავტონაწილის ნასყიდობის ზელშეკრულებაზე წარმატებით დათანხმება (ხელმოწერა) ხორციელდება დაინტერესებული პირის მიერ თავისი პირადი გვერდის გამოყენებით ღილაკზე „ყიდვა“ დაჭერით, რაც ავტომატურად ახორციელებს შეთანხმებული ავტონაწილ(ებ)ისთვის შეთანხმებული საზღაურის გადახდას;
  • ავტონაწილის საფასურის წარმატებით გადახდის შემდეგ, კომპანია ვალდებულია დაინტერესებულ პირსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მოახდინოს შეთანხმებული ნივთის დაინტერესებული პირისათვის მიწოდება;

VII კონფიდენციალურობა

VII.1 გამყიდველი, დილერი, მყიდველი, მომხმარებელი, უფლებამოსილებას ანიჭებს კომპანიას, რომ მან მოახდინოს პერსონალური მონაცემების დამუშავება „წესები და პირობების“ და „კონფიდენციალურობის პოლიტიკის“ შესაბამისად;

VII.2 ხელშეკრულების მიზნებისათვის კონფიდენციალურ ინფორმაციას წარმოადგენს: ნებისმიერი ფორმისა და ნებისმიერი წყაროსგან მიღებული ინფორმაცია, რომელიც გამყიდველისთვის ცნობილი გახდა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში და იგი რაიმე სახით შეიძლება ეხებოდეს კომპანიას ან მის თანამშრომლებს ან მის დამფუძნებლებს ან კომპანიის კლიენტებს, მათ შორის ინფორმაცია დაკავშირებული კომპანიის მიერ გამოყენებულ და დამუშავებაში მყოფ ნებისმიერ იდეასთან, მეთოდთან, სისტემასთან, კონცეფციასთან, პრინციპთან, დოკუმენტთან, პროცესთან, ხერხთან, პროგრამულ უზრუნველყოფასთან;

VII.3 გამყიდველი, დილერი, მყიდველი, მომხმარებელი, იღებს ვალდებულებას ნებისმიერი ფორმით არ გაახმაუროს, გაამჟღავნოს ან სხვაგვარად არ გამოაქვეყნონ კონფიდენციალური ინფორმაცია ან დოკუმენტები, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მას ასეთი ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამჟღავნების ვალდებულება ეკისრება კანონის ძალით. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი სუბიექტი ვალდებულია, ინფორმაციის/ დოკუმენტის გამჟღავნებიდან შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, მაგრამ არაუმეტეს 2 (ორი) კალენდარული დღისა, კომპანიას წერილობით აცნობოს მის მიერ გამჟღავნებული ინფორმაციის/დოკუმენტის შინაარსი, ვის მიაწოდა ინფორმაცია და რის საფუძველზე;

VII.4 კონფიდენციალურ ინფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებს წინამდებარე მუხლის გარდა არეგულირებს „კონფიდენციალურობის პოლიტიკა“;


VIII ფორს მაჟორი

VIII.1 მხარეები თავისუფლდებიან ვალდებულებების შესრულებისაგან ისეთი გადაულახავი ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომისას, რომლებიც ხელს უშლის ან აყოვნებს რომელიმე მხარის მიერ მის ვალდებულებათა შესრულებას და რომლის აღკვეთაც სცილდება ამ მხარის გონივრულ კონტროლს, და მიუხედავად ამ მხარის მიზანშეწონილი მოქმედებისა, შეუძლებელია იქნეს აღკვეთილი, თავიდან აცილებული ან გამოსწორებული;

VIII.2 მხარეები ვალდებულნი არიან ერთმანეთს აცნობონ ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის შესახებ მათი დადგომიდან 48 საათის განმავლობაში. ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობა დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ;

VIII.3 ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის შემთხვევაში მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადა გადაიწევს აღნიშნული ფორს-მაჟორული გარემოებების მოქმედების ვადის შესაბამისად;


IX ცვლილებების შეტანა

IX.1 კომპანიას უფლება აქვს „წესებსა და პირობებში“, „კონფიდენციალურ პოლიტიკაში“ შეიტანოს ცვლილებები, რის შესახებაც გამყიდველს, დილერს, მყიდველს ეცნობება პირად ანგარიშში შესვლისთანავე. კერძოდ, პირად ანგარიშზე შესვლისას შესაბამის სუბიექტს შეეზღუდება პირადი ანგარიშის მართვა, მანამ სანამ შესაბამის ველში მონიშვნით არ დაეთანხმება სპეციალურ ფანჯარაში განთავსებულ, „წესებსა და პირობებში“ „კონფიდენციალურ პოლიტიკაში“ ცვლილებების შეტანის ტექსტს. თანხმობის განცხადების შემდეგ ჩაითვლება, რომ შესაბამისმა სუბიექტმა მიიღო ცვლილებები და მას საშულება მიეცემა მართოს პირადი ანგარიში. იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი სუბიექტი არ დაეთანხმება სპეციალურ ფანჯარაში განთავსებულ ცვლილებების შეტანის ტექსტს, იგი მონიშნავს შესაბამის გრაფას, რის შემდეგაც ვეღარ ისარგებლებს პერსონალური გვერდით და კომპანიას უფლება მიეცემა ცალმხრივად შეწყვიტოს ყველანაირი სახელშეკრულებო ურთიერთობა გამყიდველთან, დილერთან, მყიდველთან;

IX.2 კომპანიას უფლება აქვს ცალმხრივად, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, შეცვალოს ვებ-გვერდის დიზაინი და ვებ-გვერდის თითოეული კომპონენტი, მათ შორის ავტორიზაციის, რეალიზაციის, საქონლის განთავსების, შეთავაზების, ყიდვა-გაყიდვისთვის, თანხის შეტანა/გამოტანის და სხვა პროცედურები;