facebook
საქართველო
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
(0)
კალათა
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
კონფიდენციალურობის პოლიტიკა

შპს „ავტომენი“ (კომპანია რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ს/ნ 404546274, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, პ. იაშვილის ქ., N 4 ; ფაქტიური ადგილსამყოფელი: საქართველო, ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის N 132) (შემდგომში მოხსენიებული როგორც „კომპანია“ „ჩვენ“) ახდენს მის საკუთრებაში არსებული ვებ-გვერდის www.automan.ge - ის მართვას და იყენებს მას მომსახურების განსახორციელებლად (შემდგომში „მომსახურებად“ წოდებული).

კომპანიისათვის მნიშვნელოვანია თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვა და აღნიშნულის უზრუნველყოფა წარმოადგენს ჩვენს პრიორიტეტს. პერსონალურ მონაცემში მოიაზრება ყველა ის ინფორმაცია, რომელითაც შესაძლოა მოხდეს თქვენი პირდაპირ ან არაპირდაპირი გზით იდენტიფიცირება.

წინამდებარე დოკუმენტში მოცემულია ინფორმაცია, იმის შესახებ, თუ როგორ და რა მიზნით ვახდენთ თქვენი მონაცემების დამუშავებას და ვისთან ვაზიარებთ მათ.

ჩვენი ნებისმიერი ქმედება მიმართულია ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციისა (GDPR) და საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის (შემდგომში ერთად მოხსენიებული როგორც „კანონმდებლობა“​) დაცვისკენ.

ჩვენს​ ​მიერ​ ​შეგროვებული​ ​ინფორმაცია

პერსონალური მონაცემები

ვებ-გვერდის მოხმარების დროს, კომპანია მომხმარებლისგან ითხოვს კონკრეტული პერსონალური მონაცემების მიწოდებას, რომელიც გამოიყენება კომპანიის მიერ მომხმარებლის იდენტიფიცირებისა და მასთან კავშირის დამყარების მიზნით. კომპანიის მიერ შესაძლოა შეგროვებული და დამუშავებული იქნეს მომხმარებლის შემდეგი პერსონალური ინფორმაცია:

  • ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც მომხმარებელი ავსებს კომპანიის სოციალური მედიის გვერდებზე ან ვებ-გვერდზე. აღნიშნული მოიცავს პირადი ინფორმაციის შეყვანას ვებ-გვერდზე რეგისტრაციის, ავტორიზაციის, საქონლის შეძენის, საქონლის განთავსებასა და ვებ-გვერდის სხვაგვარად გამოყენების მიზნით. აღნიშნული მიზნით შეგროვებული პერსონალური მონაცემები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი ინფორმაციით:
    • ტელეფონის ნომერი;
    • სახელი;
    • გვარი;
    • მისამართი (ქვეყანა, ქალაქი, ქუჩის დასახელება, ნომერი, საფოსტო ინდექსი);
    • ელ. ფოსტა;
  • მომხმარებელსა და კომპანიას შორის არსებული სატელეფონო, ელ-ფოსტით ან/და კომუნიკაციის სხვა საშუალებით განხორციელებული კორესპონდენცია. კომპანიის მიერ განხორციელებული ასეთი მონიტორინგი ატარებს მხოლოდ კომპანიის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზანს. კომპანიასა და მომხმარებელს შორის წარმოებული საუბრის ჩანაწერები, კომპანიის მიერ არ იქნება გასაჯაროებული ან/და არ მოხდება მათი მესამე პირისათვის გადაცემა (გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა).
  • კომპანიის მიერ მიტანის (დელივერი) სერვისის განხორციელების დროს, მყიდველის, გამყიდველის, დილერის, პროდუქციის გამცემისა ან/და პროდუქციის მიმღები ნებისმიერი პირის პირადობის მოწმობის ფოტო სურათი. აღნიშნული აუცილებელია კომპანიის მხრიდან მასზედ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად და ამ ტიპის პირადი ინფორმაციის განადგურება მოხდება, წინამდებარე დოკუმენტის შესაბამისად.
  • კომპანიის მიერ ხდება ​ვებ-გვერდის ჟურნალის ჩანაწერების (Log file information), მათ შორის IP მისამართების ჩათვლით, შეგროვება რაც გულისხმობს, რომ:
    • ჩვენ ვახდენთ გამავალი IP მისამართების მონიტორინგს;
    • რა დროს ხარჯავს თითოეული მომხმარებელი ვებ- გვერდზე და რომელ გვერდს სტუმრობს ყველაზე ხშირად - აღნიშნული გვაძლევს საშუალებას, შევაფასოთ ვებ-ვერდის თითოეული გვერდის აქტივობა;

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ ვახდენთ IP მისამართების დაკავშირებას ნებისმიერ მესამე პირთან, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის ანონიმურობას. მიუხედავად აღნიშნულისა, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ შევეცადოთ IP მისამართების გამოყენებით იმ კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიცირება, რომელიც ნებისმიერი ხერხით საფრთხეს უქმნის ვებ-გვერდსა და მის სხვა მომხმარებელს. აღნიშნული ემსახურება ჩვენს მიერ მოწოდებული სერვისებისა და ვებ-გვერდზე შემოსული სხვა მომხმარებლების დაცვას. კომპანიის მიერ შეგროვებული პერსონალური მონაცემები შესაძლოა არ შემოიფარგლოს ზემოაღნიშნული ჩამონათვალით და მომხმარებლისგან მიღებული იქნეს დამატებით მისი სხვა პერსონალური ინფორმაცია, თუ არსებობს ასეთის მიღების სამართლებრივი საფუძველი.

„​ქუქი​ ​ჩანაწერები​“ (Cookies)

რა არის „ქუქი ჩანაწერები“?

„ქუქი“ არის მცირე ზომის ჩანაწერი, რომელსაც ვებ-გვერდი აყენებს თქვენს კომპიუტერში, რათა მოგვიანებით მოახდინოს კონკრეტული ინფორმაციის შეგროვება თქვენს შესახებ. როდესაც სუბიექტი შემოდის ჩვენს ვებ - გვერდზე, ჩვენ ვიყენებთ „ქუქი ჩანაწერებს“ რათა მოვახდინოთ ჩვენს ვებ – გვერდზე ვიზიტორთა რაოდენობის მონიტორინგი და გავაუმჯობესოთ ვიზიტორების საერთო შთაბეჭდილება. ჩვენს მიერ გამოყენებული „ქუქი“ არ აგროვებს ან/და ინახავს მაიდენტიფიცირებელ პერსონალურ ინფორმაციას. თქვენ გაქვთ უფლება წაშალოთ, დაბლოკოთ და უარი თქვათ „ქუქი“-ს გამოყენებაზე, მაგრამ ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ვებ-გვერდის გარკვეულმა ნაწილებმა არ იმუშაონ ან იმუშაონ შეზღუდულად. „ქუქი“-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, კონკრეტულად კი როგორ ხდება გაგება თუ რა „ქუქი“ არის დაყენებული და როგორ უნდა იმართოს თუ წაიშალოს ისინი, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ვებ - გვერდს www.allaboutcookies.org .​

ჩვენ მიერ გამოყენებული „ქუქი“

კომპანიის მიერ გამოყენებული „ქუქი“ ფაილები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:


კატეგორია გამოყენების მიზეზი
აუცილებელი უზრუნველყოფს ვებ-გვერდისა და ვებ-გვერდის მეშვეობით კომპანიის მიერ მოწოდებული სერვისების გამართულ ფუნქციონირებას. (მაგალითად მოახდინონ რეგისტრაცია, ავტორიზაცია და ა.შ.)
ფუნქციონალური გამოიყენება მომხმარებლების მიერ ვებ-გვერდზე მითითებული პრეფერენციების შესანახად, როგორიცაა ავტორიზაციისათვის საჭირო ინფორმაცია, სასურველი ენა და ა.შ
უსაფრთხოება უზრუნველყოფს უსაფრთხოების პოტენციური თუ აქტუალური რისკების დადგენასა და პრევენციას.
ანალიტიკა ხდება ინფორმაციის შეგროვება და მისი ანალიტიკური დამუშავება. მაგალითად კომპანიის მიერ გამოყენებული „ქუქი“ ​Google Analytics იყენებს ფაილებს (თქვენს კომპიუტერში განთავსებულ ტექსტურ ფაილებს), რათა დაეხმაროს კომპანიას გაანალიზოს, თუ როგორ იყენებენ მომხმარებლები ვებ-გვერდს. ქუქი-ფაილის მიერ თქვენს შესახებ შეგროვებული ინფორმაცია (მათ შორის თქვენი IP მისამართი) შენახული იქნება Google - ის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში განთავსებულ Google - ის სერვერებზე. Google გამოიყენებს აღნიშნულ ინფორმაციას მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის გამოყენების შესაფასებლად, ვებ-გერდის ოპერირების შესახებ ანგარიშების შესადგენად და სხვა სერვისების კომპანიისათვის მოსაწოდებლად.
მესამე პირები და ინტეგრირებული შიგთავსი (E​ mbedded Content​) ვებ-გვერდზე ხდება მესამე პირებისგან ინტეგრირებული შიგთავსის განთავსება, რომლის მეშვეობითაც ახდენენ ვებ-გვერდის მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას. მაგალითად ვებ-გვერდზე განთავსებული სოციალური მედიის პლატფორმების Facebook და Instagram-ის გაზიარების ღილაკების გამოყენებით.

დეტალური ინფორმაცია კომპანიის მიერ გამოყენებული „ქუქი“-ს შესახებ


“ქუქი” ხანგრძლივობა კატეგორია
XSRF-TOKEN 2 საათი აუცილებელი, უ​საფრთხოება
automan_session 2 საათი ფუნქციონალური
_ga 2 წელი ანალიტიკა
gid 1 დღე ანალიტიკა
_gat_gtag_UA_135925997_1 1 წუთი ანალიტიკა
_fbp 2 თვე ანალიტიკა
fr 2 თვე მესამე პირები და ინტეგრირებული შიგთავსი

“ქუქის” კონტროლი

მომხმარებელს აქვს უფლება ნებისმიერ დროს შეწყვიტოს კომპანიის მიერ დაყენებული „ქუქი“ ფაილების მოხმარება ან სრულად შეზღუდოს „ქუქი“ ფაილების დაყენება საკუთარ კომპიუტერზე. ბრაუზერების უმეტესობა იძლევა შესაძლებლობას მომხმარებელმა გააკონტროლოს „ქუქი“ ფაილები, მაგალითად შეზღუდოს მათი შენახვის ხანგრძლივობა ან/და გამორთოს ისინი. მნიშვნელოვანია, რომ თუ თქვენ გამორთავთ ან/და რამენაირად შეზღუდავთ „ქუქის“ მან შეიძლება გამოიწვიოს ვებ-გვერდის არასრულფასოვანი ფუნქციონირება, რაც ხელს შეუშლის კომპანიის მხრიდან ყველა მომსახურების მოწოდებას. იმისათვის რომ გაიგოთ დამატებითი ინფორმაცია „ქუქი“-ს გაკონტროლებასთან დაკავშირებით, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ვებ-გვერდს https://aboutcookies.org/

როგორ ვიყენებთ პერსონალურ მონაცემებს

ჩვენს მიერ პერსონალური ინფორმაციის შეგროვების ძირითად მიზანს წარმოადგენს ვებ-გვერდის თითოეული მომხმარებლისათვის მასზე მორგებული მომსახურების შეთავაზება. შეგროვებული ინფორმაცია ასევე გამოიყენება პირადი სტატისტიკის წარმოების მიზნებისათვის და უზრუნველყოფს სამომავლოდ თქვენთვის საინტერესო ახალი პროდუქტებსა თუ მომსახურებების შეთავაზების შესაძლებლობას.

პერსონალური მონაცემების გამჟღავნება

კომპანიის მიერ შესაძლოა გამჟღავნებული იქნეს კონკრეტული ინფორმაცია მხოლოდ კეთილსინდისიერად:

  • კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
  • კომპანიაზე ნაკისრი იურიდიული ვალდებულებების შესასრულებლად;
  • იმ შემთხვევაში თუ კომპანიის ქონებას ან უფლებებს რაიმე ფორმით ექმნება საფრთხე;
  • ვებ-გვერდისა და მომხმარებლების უსაფრთხოების დასაცავად;

მომხმარებლის პერსონალური მონაცემები, ხელმისაწვდომი შეიძლება გახდეს ასევე იმ სანდო პირებისთვის, რომლებიც მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე აწვდიან კომპანიას ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვადასხვა სერვისებს, მათ შორის: ვებ-ჰოსტინგი, ვებ-ანალიტიკა, მონაცემთა ანალიზი, მარკეტინგი და ა.შ.

არასრულწლოვნები

კომპანიის მიერ მიწოდებული სერვისი განკუთვნილია მხოლოდ სრულწლოვანი პირებისათვის, რომელთა ასაკიც შეადგენს 18 (თვრამეტი) წელს ან მეტს. ჩვენ არ ვახდენთ მიზანმიმართულად არასრულწლოვანი პირების პერსონალური მონაცემების დამუშავებას და კომპანია მოკლებულია ტექნიკურ შესაძლებლობას მოახდინოს ასეთი ფაქტების პრევენცია.
იმ შემთხვევაში თუ თქვენთვის ცნობილია, რომ არასრულწლოვნის მხრიდან მოხდა პერსონალური ინფორმაციის მიწოდება კომპანიისთვის, ისე რომ მას არ ჰქონდა მშობლის ან/და უფლებამოსილი პირის თანხმობა, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ დოკუმენტში მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე, რათა კომპანიამ მოახდინოს პირადი ანგარიშის გაუქმება და პერსონალური მონაცემების წაშლა.

პერსონალური მონაცემების დაცვა

პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. იმისათვის რომ მოხდეს დაცულობის მაქსიმალური უზრუნველყოფა:

  • ვებ - გვერდი იყენებს TSL 1.2 ტექნოლოგიას და SSL სერთიფიკატს;
  • პერსონალური მონაცემები შენახულია დაცულ სერვერებზე;

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ინტერნეტ ტრანზაქციები და ელექტრონული შენახვის მეთოდი არ განაპირობებს სრულ უსაფრთხოებას. მიუხედავად კომპანიის მცდელობისა დაიცვას თქვენი პერსონალური მონაცემები, შეუძლებელია მოგცეთ პერსონალური მონაცემების სრული უსაფრთხოების გარანტია.

მომხმარებლის უფლებები

კანონმდებლობით ვებ-გვერდის მომხმარებელს, რომლის პერსონალური მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებასაც ახდენს კომპანია მინიჭებული აქვს უფლებები გააკონტროლოს საკუთარი მონაცემები.
მომხმარებლის ძირითადი უფლებებია:

  1. ინფორმაციის მოთხოვნის უფლება - თქვენ გაქვთ უფლება კომპანიისგან მოითხოვოთ, შეგროვებული პერსონალური მონაცემები. კომპანია ვალდებულია განცხადების მიღებიდან 10 (ათი) დღის განმავლობაში მიაწოდოს განმცხადებელს მოთხოვნილი ინფორმაცია.
  2. თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ კომპანიის მონაცემებში ცვლილების, შესწორების შეტანა იმ შემთხვევაში თუ არის რაიმე უზუსტობა ან/და არასრულად არის შევსებული ინფორმაცია.
  3. კონკრეტული გარემოებების შემთხვევაში მომხმარებელს შესაძლოა ჰქონდეს უფლება მოითხოვოს, კომპანიის მიერ შეგროვებული პერსონალური მონაცემების წაშლა. აღნიშნული მოთხოვნა შეუძლებელი იქნება შესასრულებლად თუ კომპანიას ესაჭიროება პერსონალური მონაცემები სახელშეკრულებო ან კანონისმიერი ვალდებულების შესასრულებლად.

ნებისმიერი განცხადება, რომელიც ითვალისწინებს მომხმარებლისთვის კანონმდებლობით მასზედ მინიჭებული უფლებების გამოყენებას, წარმოდგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და ჩაბარდეს პირადად განმცხადებლის მიერ კომპანიის ოფისში. აღნიშნული აძლევს კომპანიას შესაძლებლობას მოახდინოს მომხმარებლის იდენტიფიცირება, რაც გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირის მიერ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების ბოროტად გამოყენების ფაქტს.

პერსონალური​ ​მონაცემების​ ​შენახვის​ ​ვადა

ჩვენს მიერ შეგროვებული პერსონალური მონაცემები ინახება მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია დამუშავების კონკრეტული მიზნების მისაღწევად. მიზნის მიღწევის შემდეგ, ხდება მონაცემების წაშლა ან შენახვა მომხმარებლის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით.

დოკუმენტში​ ​ცვლილება

კომპანიას უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება წინამდებარე დოკუმენტში. აღნიშნული ცვლილება ძალაში შედის მისი ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე. ცვლილების შეტანის შემდეგ დოკუმენტის მარცხენა ზედა კუთხეში ხდება გამოცემის ახალი თარიღის მითითება, რაც გულისხმობს ცვლილების შეტანის ფაქტს.

ჩვენ გირჩევთ, რომ დროდადრო შეამოწმოთ ცვლილებების არსებობა, რაც უზრუნველყოფს თქვენს მეტ ინფორმირებულობას.

იმ შემთხვევაში თუ არ ეთანხმებით დოკუმენტის აქტუალურ ვერსიას, გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ ვებ-გვერდის მომსახურებებს. მნიშვნელოვანია, რომ ვებ-გვერდის გამოყენებით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ყველა შესულ ცვლილებას და დოკუმენტის აქტუალურ ვერსიას.