საქართველო
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
რეგისტრაცია
ავტორიზაცია
ჩვენს შესახებ

„ავტომენი“ წარმოადგენს ონლაინ პლატფორმას, რომელიც შეიქმნა როგორც ავტონაწილების ყიდვა - გაყიდვის პროცესის წარმმართველი და ორგანიზატორი ვებ - პორტალი. ჩვენი სამუშაო გუნდი, სამომავლოდ გეგმავს ამიერკავკასიის ბაზარზე დამკვიდრებას. “ავტომენი” ონლაინ სივრცეში წარმოდგენილია შემდეგ მისამართზე - HTTPS://WWW.AUTOMAN.GE

Automan.ge შეიქმნა ყველასთვის, ვისაც ავტონაწილის გაყიდვა ან ყიდვა სურს. ასევე იმათთვის ვისაც კონკრეტულად გარკვეული ნაწილის საზღვარგარეთიდან ჩამოტანა სჭირდება.

Automan არის პირველი ქართული ონლაინ პლატფორმა, რომელიც თავდაპირველად თბილისის, ხოლო უახლოეს მომავალში მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა დილერის ავტონაწილების მისამართზე მიტანას უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, კომპანია ინოვატორია, როგორც პირველი ქართული კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ავტონაწილის საზღვარგარეთიდან ჩამოტანას განვადებით.

მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად, ვებ - გვერდი automan.ge უნიკალურია, რომელიც გამოირჩევა მორგებული საძიებო სისტემით, ონლაინ საწყობის კონტროლის მოქნილი მექანიზმით, ონლაინ ყიდვისა და ავტონაწილების მისამართზე მიტანის სერვისით. და რაც მთავარია, ავტონაწილის გაყიდვის მსურველებს, სრულიად უფასოდ შეუძლიათ პროდუქტის განთავსება!